კიდევ
3.00 PV
BLUE POINT მათეთრებელი ფანქარი კბილის ნადებისა და ლაქების მოსაშორებლად (2 მლ)
კლიენტის ფასი:
₾38.00
პარტნიორის ფასი:
₾19.00
დეტალური აღწერა:
მოკაშკაშე ღიმილი და კბილების ეფექტური მოვლა.
BLUE POINT-ის მათეთრებელი ფანქარი შემუშავებულია კბილების დელიკატური მოვლისა და მათ ბუნებრივი სითეთრის შენარჩუნებისთვის. ფორმულა ეხმარება კბილის ზედაპირული ნადებისა და პიგმენტური ლაქების მოშორებაში, უბრუნებს კბილებს უფრო სუფთა და მოვლილ გარეგნობას მჟავე გემოს ან დისკომფორტის შეგრძნების გარეშე.
საშუალება ასუფთავებს (აფრეშებს) სუნთქვას, ხელს უწყობს ახალი პიგმენტური ნალექების წარმოქმნის შემცირებას და უზრუნველყოფს კომფორტულ გამოყენებას. კომპაქტური ფორმატი იძლევა საშუალებას, იოლად წაიღოთ ფანქარი თან და გამოიყენოთ ნებისმიერ მოსახერხებელ დროს.
თვისებები:
• ეხმარება კბილის ზედაპირული ნადების მოშორებაში
• ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების შემჩნევადობის შემცირებას
• ინარჩუნებს კბილების ბუნებრივ სითეთრეს
• ასუფთავებს (აფრეშებს) სუნთქვას
• არ აქვს მჟავე გემო
• ნაზად მოქმედებს კბილების ზედაპირზე
• შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს
• მოსახერხებელია სახლში და მგზავრობისას გამოყენებისთვის
აქტიური კომპონენტები: გლიცერინი, ველური პიტნის (Mentha viridis) ფოთლების ზეთი, ფიტოსტეროლები, ჟენშენის (Panax ginseng) ფესვის ექსტრაქტი, ერთწლიანი აბზინდის (Artemisia annua) ექსტრაქტი, კუნელის (Crataegus pinnatifida) ნაყოფის ექსტრაქტი, პენტანატრიუმის ტრიპოლიფოსფატი.
გამოყენების წესი:
კბილების გახეხვის შემდეგ დაიტანეთ საშუალების თხელი ფენა კბილების ზედაპირზე აპლიკატორის მეშვეობით. დაელოდეთ შემადგენლობის გაშრობას რამდენიმე წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად.
შენახვის წესი:
შენახულ იქნას ოთახის ტემპერატურაზე, მოარიდეთ პირდაპირ მზის сხივებსა და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას.