დასუფთავების საშუალებები
0.20 PV
CARICH სამზარეულოს ჰიგიენური ცხიმდამშლელი ხელსახოცები (80 ცალი, 200 × 250 მმ/ც)
კლიენტის ფასი:
₾24.00
პარტნიორის ფასი:
₾12.00
დეტალური აღწერა:
ხელსახოცების უპირატესობები:
• 99% ეფექტური სტერილიზაცია;
• რბილი და კანისთვის სასიამოვნო;
• ლაქების ძლიერი ამომყვანი;
• შეხებისას რბილი არაექსტრუდირებული (ქსოვილისებრი) მასალა.
გამოყენების სფერო: ეს პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვეულებრივი ნივთების ზედაპირების გასაწმენდად და დასასტერილებლად (როგორებიცაა გამწოვები, გაზქურები, ქურები, სასადილო მაგიდები, ნიჟარები, კაფელის კედლები, გამწოვი ვენტილატორები, მაცივრები და სხვა სამზარეულოს კუთვნილებები).
გამოყენების წესი: გახსენით დამცავი თავსახური, ააძრეთ სტიკერი, გამოიღეთ სველი ხელსახოცი გამოყენებისთვის და გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ თავსახური, რათა ხელსახოცებმა შეინარჩუნონ ტენიანობა. ჩვეულებრივი ნივთების ზედაპირზე მოქმედების დრო არ აღემატება 30 წუთს.
• მიკროორგანიზმების განადგურების კატეგორიები: კლავს ოქროსფერ სტაფილოკოკს (Staphylococcus aureus) და ნაწლავის ჩხირს (Escherichia coli).
ყურადღება მისაქცევი დეტალები: ეს პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ნივთების გასაწმენდად; შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას; თვალში ან მგრძნობიარე ადგილას შემთხვევით მოხვედრისას დაუყოვნებლივ გამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. ალერგიული რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს. გამოყენების შემდეგ გადააგდეთ ხელსახოცი სანაგვე ურნაში და ნუ ჩარეცხავთ უნიტაზში, გაჭედვის თავიდან აცილების მიზნით.
• ძირითადი ნედლეული: EDI სუფთა წყალი, კოკამიდოპროპილბეტაინი, არაექსტრუდირებული ქსოვილი (Non-woven fabric), დეცილგლუკოზიდი, კოკოსის ზეთი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ვერცხლის იონები, ლიმონის არომატიზატორი.
ძირითადი მოქმედი ნივთიერების შემცველობა (მოცულობა/მოცულობა) – ბენზალკონიუმი 0,10%~0,20%.